
"მთავარი არხის" ჟურნალისტებმა ნიკა გვარამიას დამოუკიდებლობის დღე ციხესთან მიულოცეს
26/05/2022 11:47:15 საზოგადოება
"მთავარი არხის" წამყვანები და ჟურნალისტები რუსთავში, მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან არხის ხელმძღვანელისთვის დამოუკიდებლობის დღის მისალოცად ჩავიდნენ.
"საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს დამოუკიდებელი მედია პატიმრობაში მყოფ ნიკა გვარამიას ულოცავს", - განაცხადა "მთავარი არხის" საინფორმაციო გამოშვების წამყვანმა თამარ ბაღაშვილმა.
16 მაისს "მთავარი არხის" დირექტორ ნიკა გვარამიას 3 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს.