
საქართველოს ჰიმნი ბავშვთა კაპელას შესრულებით (ვიდეო)
26/05/2022 08:52:10 საზოგადოება
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე საქართველოს ჰიმნი შესრულდა.
წელს ჰიმნი ბავშვთა კაპელამ შეასრულა, 120-მდე ბავშვის შემადგენლობით.
26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ზუსტად 104 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ თბილისში სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო და რუსეთის იმპერიისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა