Accentnews.ge
ტრასი: "რუსეთის დაშოშმინება შეუძლებელია, მას ძალით უნდა დახვდეთ!“

ტრასი: "რუსეთის დაშოშმინება შეუძლებელია, მას ძალით უნდა დახვდეთ!“

26/05/2022 08:20:10 ევროპა, მსოფლიო

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლიზ ტრასი 26 მაისს ბოსნიაში გამოსვლისას გეგმავს, მოკავშირეებს მოუწოდოს, მტკიცედ დარჩნენ უკრაინის მხარდაჭერის გზაზე და ნუ შეუდგებიან ვლადიმირ პუტინის დაშოშმინებას,– იუწყება The Guardian.

ბოსნია და ჰერცოგოვინაში ვიზიტის დროს ტრასი დაჟინებით მოითხოვს, რომ „ყველამ უნდა ვისწავლოთ ისტორიის გაკვეთილი“ და წინ აღუდგეს პუტინს.

"რუსული აგრესიის დაშოშმინება შეუძლებელია, მას ძალით უნდა დახვდეთ. ჩვენ არ უნდა დავუშვათ გაჭიანურებული და მტკივნეული კონფლიქტის განვითარება უკრაინაში", - თქვა ტრასმა ბოსნია და ჰერცეგოვინის შეიარაღებული ძალების წინაშე სიტყვით გამოსვლისას.

მისი თქმით, პარტნიორები მტკიცენი უნდა იყვნენ უკრაინის გამარჯვების უზრუნველსაყოფად სამხედრო და სანქციების დახმარებაში.

პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოუწოდა დასავლეთს, მეტი იარაღი მიაწოდონ უკრაინას დონბასში რუსეთის შეტევის თავიდან ასაცილებლად.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S