Accentnews.ge
ბრიტანული დაზვერვა: "რუსეთის საჰაერო სადესანტო ძალები ჩართული იყო რამდენიმე ოპერაციაში, რასაც მნიშვნელოვანი ტაქტიკური წარუმატებლობა მოჰყვა"

ბრიტანული დაზვერვა: "რუსეთის საჰაერო სადესანტო ძალები ჩართული იყო რამდენიმე ოპერაციაში, რასაც მნიშვნელოვანი ტაქტიკური წარუმატებლობა მოჰყვა"

26/05/2022 08:07:06 მსოფლიო

რუსეთის საჰაერო სადესანტო ძალებმა ომის დაწყების შემდეგ მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადეს, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის განახლებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

უწყების ცნობით, 45 000 კაციანი საჰაერო სადესანტო ძალები ჩართული იყო რამდენიმე ოპერაციაში, რომელსაც მნიშვნელოვანი ტაქტიკური წარუმატებლობა მოჰყვა.

„ეს მოიცავს მარტში გოსტომელის აეროდრომის გავლით კიევისკენ წინსვლის მცდელობას, აპრილის შემდეგ იზიუმის ღერძზე შეჩერებულ პროგრესს და მდინარე სივერსკი დონეცის გადალახვის წარუმატებელ მცდელობას“, - აცხადებენ ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურში.

მისიცე ცნობით, „საჰაერო სადესანტო ძალები გამოიყენეს მისიებში და მძიმე დანაკარგები განიცადეს“.

„საჰაერო სადესანტო ძალების არასწორად გამოყენება ხაზს უსვამს იმას, თუ როგორი დაუბალანსებელი ძალა გამოიწვია პუტინის მნიშვნელოვანმა ინვესტიციებმა შეიარაღებულ ძალებში ბოლო 15 წლის განმავლობაში", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 6,5 მილიონს გადააჭარბა.

დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S