
ომის 92–ე დღე: უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს
26/05/2022 07:59:55 ევროპა
უკრაინაში გაჩაღებულ ომში რუსეთმა უკვე დაკარგა 29 600 სამხედრო მოსამსახურე,– იუწყება უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი. კერძოდ, უკრაინის მონაცემებით, ვლადიმირ პუტინის მიერ გაჩაღებულ ომში რუსეთის დანაკარგები 26 მაისის მდგომარეობით დაახლოებით ასე გამოიყურება:
- პერსონალი - 29 600 (+150 გასულ დღე–ღამეში) ადამიანი,
- ტანკები 1 315 (+10),
- დაჯავშნული საბრძოლო მანქანები - 3 235 (+22),
- საარტილერიო სისტემები - 617 (+11),
- ზალპური ცეცხლის სისტემა [MLRS] – 201,
- საჰაერო თავდაცვის სისტემები - 93,
- თვითმფრინავი - 206 (+1),
- ვერტმფრენები - 170,
- გემები / ნავები - 13,
- საავტომობილო ტექნიკა და ავტოციცტერნები – 2 225 (+8),
- ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატი - 502 (+11),
- სპეციალური აღჭურვილობა - 47 (+3),
- საკრუიზო რაკეტა – 114 (+2).
ბოლო დღე–ღამის განმავლობაში მოწინააღმდეგემ ყველაზე დიდი დანაკარგი ავდეევსკის მიმართულებით განიცადა.