
საქართველოს საზღვართან მიწისძვრა მოხდა
26/05/2022 05:46:44 საზოგადოება
საქართველოს სახელმწიფო საზღვართან მიწისძვრა მოხდა.
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 08:55 საათზე დაფიქსირდა.
ეპიცენტრი რუსეთში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 8 კილომეტრში იყო.
ბიძგების სიმძლავრემ 3.9 მაგნიტუდა შეადგინა.