Accentnews.ge
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებების ჩამონათვალი

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებების ჩამონათვალი

26/05/2022 05:23:02 პოლიტიკა, საზოგადოება

26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ორწლიანი პაუზის შემდეგ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეზე დასწრებისა და შეიარაღებული ძალების ახალი ტექნიკის ნახვის საშუალება ყველას ექნება. თბილისის ცაზე "სუ-25" და მოდერნიზებული ბომბდამშენები გადაიფრენს.

„ევროპისკენ“ - ასეთია წლევანდელი ლოზუნგი. ამასთან, ერთ თვეში ქვეყანა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსზე ისტორიულ გადაწყვეტილებას ელოდება.

დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით:

  • რუსთაველის გამზირზე ღონისძიებები 11:00 საათზე დაიწყება. გაიმართება სხვადასხვა აქტივობა: შემეცნებითი, ისტორიული, საგამოფენო სტენდები, სივრცეები, ასევე საბავშვო ზონები და ა.შ.
  • 12:00 საათზე თავისუფლების მოედანზე და საქართველოს 5 ქალაქში ფიცის დადების ცერემონია გაიმართება.
  • 17:10 საათზე, გაისმება საქართველოს ჰიმნი- ისტორიული დრო, როდესაც ნოე ჟორდანიამ საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა.
  • 20:30 საათზე კი პირველი რესპუბლიკის მოედანზე გალა-კონცერტი ჩატარდება.

ცნობისთვის: საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ღონისძიებები დედაქალაქის გარდა, რეგიონებშიც ჩატარდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S