
ხაზარაძე – უმცირესობის პრობლემატიკაზე: „უფრო თავსმოხვეული ამბები მგონია“
26/09/2019 17:50:44 ციტატა
„მე ეს უფრო თავსმოხვეული ამბები მგონია. ამ საკითხს ზუსტად ისე ვუყურებ, როგორც ჩვენს კონსტიტუციაში წერია, სადაც დაცულია ყველას უფლებები. აქ პრობლემა სხვა რამეშია. პრობლემა, ისაა, რომ ხელისუფლება არ იცავს ამ ადამიანების უფლებებს, ისე როგორც უნდა იცავდეს. თუ ეს არ ხდება, მაშინ კანონი ირღვევა. რაც შეეხება ჩემს დამოკიდებულებას კონსტიტუციის ჩანაწერთან დაკავშირებით, მე პირდაპირ გეტყვით, რომ მე როგორც ქართველი კაცი ვთვლი, რომ ღმერთმა იმიტომ შექმნა ადამიანი – ქალი და კაცი, რომ მათ მისცა ოჯახის შექმნის საშუალება. ესე ცხოვრებს ეს ქვეყანა. [...] მიმაჩნია, რომ ყველა უნდა იყოს დაცული და არავის უნდა ჰქონდეს უფლება რომ ძალადობით ვიღაცას მიაყენოს ზიანი“
ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ გადაცემა "რეაქციაში" სტუმრობისას უმცირესობის პრობლემატიკაზე საუბრისას განაცხადა.