Accentnews.ge
რუდენკო: "მოსკოვი "აზოვის" წევრთა გაცვლას არ განიხილავს"

რუდენკო: "მოსკოვი "აზოვის" წევრთა გაცვლას არ განიხილავს"

25/05/2022 14:13:13 მსოფლიო

მოსკოვსა და კიევს შორის ტყვეების გაცვლის განხილვა შესაძლებელი იქნება მხოლოდ უკრაინელი სამხედროების გასამართლების შემდეგ. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ანდრეი რუდენკომ განაცხადა.

რუსეთსა და უკრაინას შორის ტყვეების გაცვლის საკითხის აქტიურად განხილვა დაიწყო მას შემდეგ, რაც განხორციელდა "აზოვის" პოლკის წევრების ევაკუაცია, რომლებიც ორ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში იცავდნენ მარიუპოლში მდებარე „აზოვსტალის“ ტერიტორიას.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის ხელისუფლება საერთაშორისო ორგანიზაციებთან შეთანხმდა მარიუპოლიდან უკრაინელი სამხედროების ევაკუაციის თაობაზე და თქვა, რომ მომავალში მათ გაცვლიან. რუსეთის მხარე გაცვლაზე არ საუბრობს. კრემლის მხარდამჭერი პუბლიცისტები ხელისუფლებას მოუწოდებენ, გაასამართლოს უკრაინელი სამხედროები.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S