„პუტინთან კომპრომისებმა გამოიწვია აგრესიული ომი, რომელშიც ხალხი იღუპება“ – სლოვაკეთის პრემიერ–მინისტრი
25/05/2022 14:12:25 მსოფლიო
სლოვაკეთის პრემიერ–მინისტრი ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთთან ომში უკრაინა დამარცხდება, შემდეგი სლოვაკეთი იქნება.
"უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს", - განაცხადა ედუარდ ჰეგერმა დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.
ჰეგერმა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულების გამო გააკრიტიკა და EU-ს ლიდერებს მოუწოდა, შეწყვიტონ რუსეთის წინაშე საკუთარი პრინციპების დათმობა:
"ჩვენ ზედმეტად დიდხანს ვვაჭრობდით ჩვენი ღირებულებებით იაფი გაზისა და ნავთობის სანაცვლოდ. პუტინთან კომპრომისებმა გამოიწვია ომი უკრაინაში. აგრესიული ომი, რომელშიც ხალხი იღუპება. უკრაინელები სისხლის ღვრიან ჩვენი ღირებულებებისთვის", - თქვა სლოვაკეთის პრემიერმა.
ჰეგერმა ევროკავშირის წევრებს მოუწოდა, იმუშაონ უკრაინასთან და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან სტანდარტული წესების შესამუშავებლად, რათა მათ შეძლონ EU-ში გაწევრიანება.


