Accentnews.ge
"მოსკოვი ტყვეების გაცვლას მხოლოდ სასამართლო პროცესის შემდეგ განიხილავს"– რუსეთის საგარეო უწყება

"მოსკოვი ტყვეების გაცვლას მხოლოდ სასამართლო პროცესის შემდეგ განიხილავს"– რუსეთის საგარეო უწყება

25/05/2022 11:41:21 მსოფლიო

მოსკოვსა და კიევს შორის ტყვეების გაცვლის საკითხზე საუბარი მხოლოდ სასამართლო პროცესის შემდეგ იქნება შესაძლებელი,- ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ანდრეი რუდენკომ განაცხადა.

„ყველაფერს განვიხილავთ მას შემდეგ, რაც ჩაბარებულებს სათანადოდ გაასამართლებენ, შემდეგ შეიძლება სხვა ნაბიჯების გადადგმა. მანამდე ყველა საუბარი გაცვლაზე ნაადრევია“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

ცნობისათვის: უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ირინა ვენედიქტოვამ განაცხადა, რომ რუსი ჯარისკაცი ვადიმ შიშიმარინი, რომელსაც უკრაინის სასამართლომ ომის წეს-ჩვეულებების დარღვევისთვის სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა, შესაძლებელია გაცვალონ.

ამჟამად ტყვეობაში რჩებიან "აზოვსტალიდან" გაყვანილ უკრაინელი სამხედროები, მათ შორის "აზოვის" პოლკის წევრები, რომელთაც მოსკოვი "ბოევიკებს" უწოდებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S