"ევროკავშირთან თანამშრომლობის გაღრმავება ორგანიზაციის წევრობას ვერ შეცვლის"
25/05/2022 10:45:26 მსოფლიო
მოლდოვის პრემიერ-მინისტრი ნატალია გავრილიცა მიესალმება ქვეყნის ევროპის კავშირთან თანამშრომლობის გააქტიურების ნაბიჯებს, მაგრამ მიიჩნევს, რომ ასეთი ინიციატივები არ უნდა იყოს ბლოკში გაწევრიანების შემცვლელი.
„მივესალმებით დაახლოების, ჩვენი ურთიერთობის გაუმჯობესების ნებისმიერ მექანიზმს, მაგრამ ეს არ უნდა იყოს წევრობისკენ გზის შემცვლელი“, - განაცხადა გავრილიცამ დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე.
მისი თქმით, მხოლოდ ბლოკის თანასწორუფლებიანი წევრობა მიანიჭებს წევრობის მოსურნე ქვეყნებს უპირატესობებს და სტაბილურ ადგილს ფასეულობების იმგვარ ერთობაში, როგორიც ევროპის კავშირია.
„ჩვენ მტკიცედ გვწამს, რომ ევროპის კავშირში წევრობა მართლაც არის ის, რაც ანაწილებს მშვიდობას, სტაბილურობას და კეთილდღეობას ფასეულობებზე დაყრდნობით. ჩვენ გვსურს, ვიყოთ ამ თავისუფალი სამყაროს და ევროკავშირის ამ ოჯახის ნაწილი“, - განაცხადა მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა დავოსში.
მანამდე, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი გამოვიდა ინიციატივით, შეიქმნას პარალელური სტრუქტურა, რომელიც დააინტერესებდა ევროკავშირის წევრობის სურვილის მქონე ისეთი ქვეყნებს, როგორებიცაა მოლდოვა, საქართველო და უკრაინა.


