Accentnews.ge
კულება – რუსეთის საზღვაო ბლოკადაზე: "ნაკლებად სავარაუდოა, რომ დასავლეთს ეყოფა გამბედაობა, იპოვონ ამ საკითხის ძალისმიერი გადაწყვეტა"

კულება – რუსეთის საზღვაო ბლოკადაზე: "ნაკლებად სავარაუდოა, რომ დასავლეთს ეყოფა გამბედაობა, იპოვონ ამ საკითხის ძალისმიერი გადაწყვეტა"

25/05/2022 10:30:59 მსოფლიო

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას განცხადებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ დასავლეთს ეყოფა გამბედაობა რუსეთის საზღვაო ბლოკადის მოსახსნელად.

„ნატო-მ ომის ყველაზე ტრაგიკულ მომენტში თუ არ დახურა უკრაინის ცა, მაშინ რატომ გახსნიან შავ ზღვას, რათა უკრაინიდან შეუფერხებლად მოხდეს სოფლის მეურნეობის პროდუქტების ექსპორტი? მთელი გულით მივესალმები ასეთ გადაწყვეტილებას, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ დასავლეთის ქვეყნებს და სხვა ქვეყნებს ექნებათ საკმარისი ძალა, გამბედაობა, იპოვონ ამ საკითხის ძალისმიერი გადაწყვეტა“, – განაცხადა კულებამ.

მან აღნიშნა, რომ უკრაინის პორტების გახსნასთან დაკავშირებით რუსეთთან შეთანხმების მიღწევის შემთხვევაშიც პრობლემა არსებობს:

„ხელიც რომ მოაწერონ რაიმე გარანტიებს შეუფერხებელი გასასვლელის შესახებ, არ ნიშნავს, რომ ის წარმოდგენილი იქნება. მათ ნებისმიერ მომენტში შეუძლიათ, დაარღვიონ შეთანხმება".

ამავე თემაზე: მსოფლიო სასურსათო კრიზისი: მოუწევს თუ არა აშშ-ს შავ ზღვაში რუსული ფლოტის განადგურება?

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S