Accentnews.ge
რუსეთს უკრაინული ხორბლის სანაცვლოდ სანქციების მოხსნა სურს

რუსეთს უკრაინული ხორბლის სანაცვლოდ სანქციების მოხსნა სურს

25/05/2022 10:34:35 ევროპა, მსოფლიო

უკრაინაში ომის გამო მსოფლიოში სასურსათო მომარაგების კუთხით შექმნილი პრობლემები რუსეთმა მის წინააღმდეგ მოქმედი სანქციების მოხსნას დაუკავშირა. საქმე იმაშია, რომ რუსეთს შავ ზღვაში დაბლოკილი აქვს უკრაინის პორტები, საიდანაც ხორბლის და სხვა პროდუქციის ექსპორტირება ხდებოდა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ანდრეი რუდენკომ მოსკოვში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „სასურსათო პრობლემის მოგვარებას სჭირდება კომპლექსური მიდგომა“, რომელიც „მათ შორის დაკავშირებულია რუსულ ექსპორტსა და ფინანსურ ტრანზაქციებზე სანქციური შეზღუდვების მოხსნასთან“. გარდა ამისა, როგორც რუდენკო აცხადებს, უკრაინამ უნდა განაღმოს ყველა პორტი, რუსეთი კი, მზად არის "ჰუმანიტარული დერეფნების გასახსნელად".

რაც შეეხება მათ შორის ევროკომისიის პრეზიდენტ ურზულა ფონ დერ ლაიენის განცხადებას, რომ რუსეთი სურსათის თემას შანტაჟის იარაღად იყენებს, რუდენკოს თქმით, ეს ფონ დერ ლაიენის "სინდისზე იყოს", რუსეთი კი „ყოველთვის მზად არის დიალოგისთვის ყველასთან, ვინც ყველა პრობლემის მშვიდობიანად მოგვარებისკენ ისწრაფვის“. რუდენკომ დღეს ისიც უარყო, რომ რუსი სამხედროები უკრაინაში ხორბალს იპარავენ.

რუსეთის არმიის თავდასხმამდე უკრაინა იყო მსოფლიოში ხორბლის და სხვა მარცვლეული კულტურების ერთ-ერთი უმსხვილესი ექსპორტიორი.

გაეროს მონაცემებით, 2022 წლის მაისის დასაწყისისთვის უკრაინის პორტებში დაბლოკილი იყო 4.5 მილიონი ტონა ხორბალი. უკრაინიდან ექსპორტის შეწყვეტა განსაკუთრებით მძიმედ აისახება მსოფლიოს ღარიბ და განვითარებად ქვეყნებზე. გაერო უშედეგოდ ცდილობს უკრაინის პორტებიდან ხორბლის ექსპორტის უზრუნველსაყოფად შეთანხმების მიღწევას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S