Accentnews.ge
ბრიტანეთის მთავრობამ „ჩელსის“ გაყიდვას მხარი დაუჭირა, აბრამოვიჩი კი სარგებელს ვერ მიიღებს

ბრიტანეთის მთავრობამ „ჩელსის“ გაყიდვას მხარი დაუჭირა, აბრამოვიჩი კი სარგებელს ვერ მიიღებს

25/05/2022 09:23:36 მსოფლიო

ბრიტანეთის მთავრობამ ოფიციალურად დაამტკიცა საფეხბურთო კლუბ "ჩელსის" გაყიდვა და განაცხადა, რომ რუსი მფლობელი რომან აბრამოვიჩი 5-მილიარდიანი გარიგებიდან სარგებელს ვერ მიიღებს.

ბრიტანეთის ციფრული, კულტურის, მედიისა და სპორტის მდივანმა განაცხადა, რომ გაყიდვის შეთანხმებიდან ვერც აბრამოვიჩი და ვერს სხვა სანქცირებული ადამიანები ვერაფერს მიირებენ.

„გასულ ღამეს ხელისუფლებამ გამოსცა ლიცენზია, რომელიც ჩელსის საფეხბურთო კლუბის გაყიდვის ნებას რთავს. იმ სანქციების გათვალისწინებით, რაც პუტინთან და უკრაინაში სისხლიან შეჭრასთან დაკავშირებულ პირებს დავუწესეთ, კლუბის გრძელვადიანი მომავალი მხოლოდ ახალი მფლობელის ხელში იქნება დაცული. ჩვენ კმაყოფილები ვართ, რომ გაყიდვის პროცედურებით რომან აბრამოვიჩი ან სხვა სანქცირებულ ინდივიდები ვერ იხეირებენ“, - განაცხადა ნადინ დორისმა.

24 მაისს ინგლისის "პრემიერ ლიგამ" განაცხადა, რომ მისმა საბჭომ დაადასტურა კლუბის ამერიკელი ბიზნესმენის ტოდ ბოელის ჯგუფისთვის მიყიდვა.

რომან აბრამოვიჩს "ჩელსი" თითქმის 20–წლიანი მმართველობის შემდეგ ჩამოერთვა. კრემლთან და პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან დაკავშირებულ რუს ოლიგარქს გაერთიანებულმა სამეფომ სანქციები რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ დაუწესა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S