Accentnews.ge
ხვალიდან საქართველოში ჰაერის ტემპერატურა მკვეთრად მოიმატებს

ხვალიდან საქართველოში ჰაერის ტემპერატურა მკვეთრად მოიმატებს

25/05/2022 08:44:55 საზოგადოება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 26 მაისიდან საქართველოში გამოიდარებს და დათბება. 26-27 მაისს ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +21, +26 გრადუსია მოსალოდნელი, 28 მაისს +25, +30 გრადუსამდე მოიმატებს, ხოლო 29-31 მაისს ზოგან შესაძლოა 30 გრადუსზე მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდეს.

სინოპტიკოსების პროგნოზით, მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია მხოლოდ ცალკეულ რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი

თბილისში 1 ივნისამდე თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა 26-27 მაისს +24, +26, 28 მაისს +26, +28 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება, ხოლო 29-31 მაისს +29, +31 გრადუსამდე მოიმატებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S