Accentnews.ge
ზელენსკიმ რუსეთთან მოლაპარაკებების დადებითი შედეგი დაასახელა

ზელენსკიმ რუსეთთან მოლაპარაკებების დადებითი შედეგი დაასახელა

25/05/2022 08:36:51 ევროპა

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ რუსეთთან მოლაპარაკების ერთადერთ პოზიტიურ მომენტად მარიუპოლიდან ხალხის, ასევე „აზოვსტალიდან“ მშვიდობიანი მოქალაქეების და ჯარისკაცების გაყვანა დაასახელა.

„ერთადერთი პოზიტიური მომენტი (თუ შეიძლება, ვთქვათ, რომ ეს პოზიტიურია) არის ის, რომ მხარეებმა დაიწყეს საუბარი „აზოვსტალის“ განბლოკვაზე და მარიუპოლიდან ხალხის გაყვანაზე. ამიტომ, მიმაჩნია, რომ მაინც იყო გარკვეული პოზიტივი“.

მისი თქმით, პროცესში ჩართული იყო როგორც გაერო, ასევე წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი - „ყველა დაგვეხმარა, როგორც შეეძლოთ და ამიტომ იყო ესა თუ ის შედეგი“.

რაც შეეხება რუსეთთან მოლაპარაკებების შემდგომ პერსპექტივას, პრეზიდენტმა დასძინა, რომ აგრესორი ქვეყნის მხრიდან ინტერესს ვერ ხედავს:

„თავიდან გაჩნდა განცდა, რომ შესაძლებელი იყო საუბრის დაწყება, რომ არის შედეგი. მაგრამ ჯერ ვერ ვხედავ რაიმე სახის ნაბიჯებს და შედეგს. მიმაჩნია, რომ ეს არის გაჭიანურებული პროცესია.

მაგრამ ჩვენ წინააღმდეგი ვართ ყოველგვარი ხელოვნური შეთანხმების პარტნიორ ქვეყნებთან რეალური დადასტურებების გარეშე გარეშე, რომლებიც მზად არიან, იყვნენ უკრაინის უსაფრთხოების გარანტორები. სერიოზული, ძლიერი პარტნიორების გარეშე არაფერია სალაპარაკო“,– განაცხადა ზელენსკიმ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S