Accentnews.ge
„ბრძოლებმა უკვე გააჩინა არაპირდაპირი წნეხი მსოფლიოში მარცვლეულის ფასებზე" - ბრიტანეთის დაზვერვა

„ბრძოლებმა უკვე გააჩინა არაპირდაპირი წნეხი მსოფლიოში მარცვლეულის ფასებზე" - ბრიტანეთის დაზვერვა

25/05/2022 07:20:18 მსოფლიო

ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, ომის დაწყებიდან ოდესაში სავაჭრო გემების გადაადგილება შემცირებულია. რუსეთის მიერ შავი ზღვის მნიშვნელოვან პორტებზე საზღვაო ბლოკადა ამ არეალში კომერციულ ინდუსტრიას მუშაობაში ხელს უშლის.

ბრიტანეთის დაზვერვა აცხადებს, რომ საზღვარგარეთ ექსპორტის მექანიზმები ნაკლებად სავარაუდოა, რომ გემების ბლოკადის შედეგად შექმნილ დეფიციტს ჩაანაცვლებენ. შედეგად კი უკრაინის საექსპორტო მარცვლეული დიდი მოცულობით რჩება საწყობებში.

„ბრძოლებმა უკვე გააჩინა არაპირდაპირი წნეხი მსოფლიოში მარცვლეულის ფასებზე. მაშინ, როცა რუსეთის საზღვაო ბლოკადის საფრთხე გრძელდება, რათა კომერციულ გემებს უკრაინულ პორტებზე წვდომა შეუზღუდონ, შედეგად მარაგების დეფიციტი კიდევ უფრო გაზრდის მრავალი ძირითადი პროდუქტის ფასს“ - აცხადებს ბრიტანეთის დაზვერვა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S