ბაიდენი: "რატომ ვართ მზად, ვიცხოვროთ ამ ხოცვა-ჟლეტით? მოქმედების დროა!"
25/05/2022 06:42:45 მსოფლიო
ტეხასის სკოლაში მომხდარ შეიარაღებულ თავდასხმას აშშ–ის პრეზიდენტი გამოეხმაურა.
„ლამაზი, უდანაშაულო, მეორე, მესამე, მეოთხე კლასელი და რამდენი პატარა ბავშვი, ვინც მომხდარის მომსწრეა, ხედავს, რომ მათი მეგობრები კვდებიან, თითქოს ისინი ბრძოლის ველზე არიან. ძალიან დავიღალე და შევწუხდი. არ მითხრათ, რომ ამ ხოცვა-ჟლეტაზე გავლენას ვერ მოვახდენთ. ის, რომ 18 წლის ბავშვს შეუძლია, შევიდეს მაღაზიაში და იყიდოს თავდასხმის იარაღი, უბრალოდ არასწორია. ასეთი მასობრივი სროლები იშვიათად ხდება მსოფლიოს სხვა ადგილას. რატომ ვართ მზად, ვიცხოვროთ ამ ხოცვა-ჟლეტით? რატომ ვაძლევთ საშუალებას ეს მოხდეს? დროა ვიმოქმედოთ! ბავშვის დაკარგვა იგივეა, თითქოს სულის ნაჭერი ამოგლეჯილი გაქვს. როდის ვაპირებთ, ღვთის სახელით, წინ აღვუდგეთ იარაღის ლობს?“- აღნიშნა ბაიდენმა.
ტრაგედიას გამოეხმაურა ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამაც და თავის შეფასებაში მანაც იარაღის ლობზე გააამახვილა ყურადღება:
"ჩვენი ქვეყანა პარალიზებულია არა შიშით, არამედ იარაღის ლობით და პოლიტიკური პარტიით, რომლებმაც არ გამოავლინეს მზადყოფნა რაიმე გზით იმოქმედონ, რაც ხელს შეუწყობს ამ ტრაგედიების თავიდან აცილებას".
მედიის ინფორმაციით, ტეხასის დაწყებით სკოლაში მომხდარი სროლის შედეგად სულ მცირე 18 ბავშვი და ერთი მასწავლებელი დაიღუპა. დაღუპულია 18 წლის ეჭვმიტანილიც. სამართალდამცავების ცნობით, ის AR-15 ტიპის ნახევრად ავტომატური შაშხანით იყო შეიარაღებული.


