Accentnews.ge
"უკრაინის უსაფრთხოების საერთაშორისო გარანტიების შემუშავებაზე რასმუსენი იმუშავებს" – ერმაკი

"უკრაინის უსაფრთხოების საერთაშორისო გარანტიების შემუშავებაზე რასმუსენი იმუშავებს" – ერმაკი

25/05/2022 06:08:41 ევროპა, მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის ანდრეი ერმაკის თქმით, უკრაინის უსაფრთხოების საერთაშორისო გარანტიების შემუშავებაზე კონსულტაციებს NATO-ს ყოფილი გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი უხელმძღვანელებს.

ერმაკმა ამ საერთაშორისო ჯგუფის შექმნის შესახებ დავოსში გამართულ მსოფლიო ეკონომიკის ფორუმზე, ევროპის უსაფრთხოების პანელზე გამოსვლისას ისაუბრა.

"დღეს მოხარული ვარ, გაცნობოთ, რომ NATO-ს ყოფილ გენერალურ მდივანთან, ანდერს ფოგ რასმუსენთან ერთად საერთაშორისო საკონსულტაციო სამუშაო ჯგუფს ვქმნით. მისი მიზანია, შეიმუშაოს კონკრეტული რეკომენდაციები უკრაინის უსაფრთხოების საიმედო და ეფექტური გარანტიებისთვის". - თქვა ერმაკმა.

ერმაკმა დამატებით აღნიშნა, რომ გაერთიანებას შეუერთდებიან აკადემიკოსები, უსაფრთხოების, პოლიტიკისა და დიპლომატიის ექსპერტები.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S