Accentnews.ge
საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ოკუპაციის თემაზე იმსჯელეს

საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ოკუპაციის თემაზე იმსჯელეს

26/09/2019 14:12:30 პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა

ნიუ–იორკში, სადაც გაეროს გენასამბლეის რიგით 74–ე სესია მიმდინარეობს, საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების დავით ზალკალიანისა და სერგეი ლავროვის მოლაპარაკებები გაიმართა.  

საგულისხმოა, რომ ეს ორი ქვეყნის პირველი დიპლომატების პირველი კონტაქტი იყო რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის შემდეგ. ამასთან, როგორც რუსული მედია აღნიშნავს, მოლაპარაკებები მიმდინარე წლის ივნისის ცნობილი კრიზისის შემდეგ "ორი ქვეყნის ურთიერთობებში მონიშნული დადებითი ტენდენციის ფონზე" ჩატარდა. 

შეხვედრის დეტალები ჯერ–ჯერობით უცნობია. თუმცა როგორც "აქცენტს" საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ორი ქვეყნის პირველმა დიპლომატებმა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხი განიხილეს. 

თავის მხრივ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეხვედრის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია და განაცხადა, რომ „საუბარი შეეხო ორმხრივი დღის წესრიგის აქტუალურ საკითხებს. შედგა საუბარი რეგიონულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ პრობლემატიკაზე“.

ზალკალიანისა და ლავროვის შეხვედრის შესახებ ინფორმაცია შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც გაავრცელა:

„საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შორის შეხვედრა შვეიცარიის ინიცირებითა და ხელშეწყობით 26 სექტემბერს, ნიუ იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში შედგა. შვეიცარიას დიალოგის ხელშეწყობის გრძელვადიანი ტრადიცია აქვს. 2009 წლიდან შვეიცარია წარმოადგენს რუსეთის ინტერესებს საქართველოში და საქართველოს ინტერესებს რუსეთში“.

იხილეთ ასევე: პრემიერ-მინისტრის სპეცწარმომადგენლის  რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძის ინტერვიუ "აქცენტთან". 

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის განცხადება საქართველოს თემაზე.  

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S