კვლევა – უკრაინელების 82% ტერიტორიის დათმობის წინააღმდეგია
24/05/2022 19:04:39 მსოფლიო
უკრაინელების 82% თვლის, რომ უკრაინამ რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში ტერიტორიები არ უნდა დათმოს. ამის შესახებ ინფორმაციას კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტი მის მიერ ჩატარებულ ახალ გამოკითხვაზე დაყრდნობით ავრცელებს.
კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობამ განაცხადა, რომ ისინი მხარს არ უჭერენ ტერიტორიულ დათმობებს, თუნდაც ამან ომის გახანგრძლივება გამოიწვიოს და უკრაინის დამოუკიდებლობისადმი საფრთხეები გაზარდოს.
გამოკითხული 2000 უკრაინელიდან მხოლოდ 10%-მა განაცხადა, რომ მათთვის უკრაინის ტერიტორიის დათმობა მშვიდობის მისაღწევად მისაღებია.
გამოკითხვის თანახმად, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები უკრაინელების 77% მიწის ნებისმიერ დათმობას ეწინააღმდეგება.


