უნგრეთმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა
24/05/2022 18:03:03 მსოფლიო
უნგრეთის პრემიერ–მინისტრმა ვიქტორ ორბანმა უკრაინაში მიმდინარე ომის გამო ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, საგანგებო მდგომარეობა მთავრობას მისცემს მანევრირებისა და დაუყოვნებლივ რეაგირების საშუალებას მეზობელ უკრაინაში ომის შედეგებზე.
"ახლოს ომია. ომი, რომლის დასასრულს ვერავინ ხედავს და რომელიც მუდმივ საფრთხეს უქმნის უნგრეთს. ის საფრთხეს უქმნის ჩვენს ფიზიკურ უსაფრთხოებას და საფრთხეს უქმნის ეკონომიკისა და ოჯახების ენერგომომარაგებასა და ფინანსურ უსაფრთხოებას. ჩვენ ვხედავთ, რომ ომმა და ბრიუსელის სანქციებმა გამოიწვია უზარმაზარი ეკონომიკური შოკი და ფასების მკვეთრი ზრდა. ეპიდემიის დროს დაწესებული საგანგებო მდგომარეობის მსგავსად, ეს საშუალებას მისცემს მთავრობას დაუყოვნებლივ მოახდინოს რეაგირება და დაიცვას უნგრეთი და უნგრელი ოჯახები ყველა შესაძლო საშუალებით“, – თქვა ორბანმა.


