Accentnews.ge
გერმანია "მაიმუნის ყვავილის" გავრცელების საწინააღმდეგო ზომებს იღებს, ქვეყანამ ვაქცინის 40 000 დოზა შეუკვეთა

გერმანია "მაიმუნის ყვავილის" გავრცელების საწინააღმდეგო ზომებს იღებს, ქვეყანამ ვაქცინის 40 000 დოზა შეუკვეთა

24/05/2022 16:11:21 მსოფლიო

გერმანია, სადაც ამ დროისთვის "მაიმუნის ყვავილის" 5 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული, დაავდების გავრცელების საწინააღმდეგო ზომებს იღებს.

ქვეყანამ "Bavarian Nordic" ვაქცინის 40 000 დოზა შეუკვეთა, რათა მზად იყოს "მაიმუნის ყვავილით" ინფიცირებულთა კონტაქტების ვაქცინაციისთვის, თუ გერმანიაში დაავადება სწრაფად გავრცელდება.

გერმანიის ჯანდაცვის მინისტრმა კარლ ლაუტერბახმა განაცხადა, რომ ზომები, როგორიცაა ინფიცირებული ადამიანებისთვის მინიმუმ, 21–დღიანი იზოლაციის პერიოდი, ამ დროისთვის საკმარისი იქნება დაავადების გავრცელების შესაჩერებლად.

”თუ დაავადება კიდევ უფრო გავრცელდება, ჩვენ გვსურს, მოვემზადოთ ვაქცინაციისთვის, რომელიც ამ ეტაპზე არ არის რეკომენდებული, მაგრამ შეიძლება, აუცილებელი გახდეს”, - განაცხადა მინისტრმა.

ვაქცინა დამტკიცებულია ბრენდის სახელწოდებით Jynneos აშშ-ში და იგი "ჩუტყვავილასა" და "მაიმუნის ყვავილის" წინააღმდეგ გამოიყენება.

მიმდინარე კვირაში აშშ-ის ჯანდაცვის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ "Bavarian Nordic"–ს ვაქცინის 1000-ზე მეტი დოზაა ეროვნულ მარაგში და ისინი ელიან, რომ უახლოეს დღეებში ეს რაოდენობა ძალიან სწრაფად გაიზრდება.

ამასთან, ცოტა ხნის წინ დანიურმა კომპანიამ განაცხადა, რომ მან გააფორმა კონტრაქტი ერთ–ერთ ევროპულ ქვეყანასთან ვაქცინის მიწოდებაზე.

23 მაისს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში განაცხადეს, რომ "მაიმუნის ყვავილი" არ საჭიროებს მასობრივ ვაქცინაციას, რადგან ისეთი ზომები, როგორიცაა ჰიგიენა და უსაფრთხო სექსუალური ქცევა, ხელს შეუწყობს გავრცელების კონტროლს".

ჯანმო-მ ამ დროისთვის "მაიმუნის ყვავილით" ინიცირების 250-ზე მეტი დადასტურებული და საეჭვო შემთხვევა დაარეგისტრირა.

რა ვიცით "მაიმუნის ყვავილის" შესახებ

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი (NCDC) აცხადებს, რომ "მაიმუნის ყვავილი" ზოონოზური დაავადებაა, რომელიც ადამიანს უპირატესად გადაეცემა მღრნელებისა და პრიმატებისგან. ადამიანებს შორის ვრცელდება რესპირატორული გზით, ინფიცირებულ ბიოლოგიურ სითხეებთან პირდაპირი კონტაქტით ან დაინფიცირებულ საგნებთან შეხებისას. გადაცემის შემთხვევები ასევე აღწერილია არასაკმარისად დაუმუშავებელი ხორც-პროდუქტების მიღებისას.

"მაიმუნის ყვავილით" გამოწვეული გარდაცვალების არც ერთი შემთხვევა ჯერ არ დაფიქსირებულა. "მაიმუნის ყვავილის" კლინიკა უპირატესად ყვავილის კლინიკის მსგავსია, თუმცა გაცილებით მსუბუქად მიმდინარეობს. ინკუბაციური პერიოდი 5-დან 21-დღემდეა (უპირატესად 7-14 დღე). ვირუსისგან ეფექტურად იცავს ნატურალური ყვავილის წინააღმდეგ აცრა, მკურნალობა შესაძლებელია ყვავილის საწინააღმდეგო პრეპარატებით.

ჯანმო-ს მიერ შემუშავებულია "მაიმუნის ყვავილის" შემთხვევის განსაზღვრების სამუშაო ვერსია:

შესაძლო შემთხვევა

ცხელებით (>38.3⁰C) მიმდინარე მწვავე დაავადება, რომელსაც თან ახლავს თავის ძლიერი ტკივილი, ლიმფოადენოპათია, წელის ტკივილი, მიალგია, ძლიერი სისუსტე და 1-3 დღის შემდეგ განვითარებული პროგრესული გამონაყარი, რომელიც ხშირად სახიდან იწყება და შემდეგ ვრცელდება სხეულის სხვა ნაწილებზე, მ.შ. ფეხის ტერფებსა და ხელის გულებზე. გამონაყარი იწყება მაკულებით, რომლებიც გარდაიქმნება პაპულებად, ვეზიკულებად, პუსტულებად და შემდეგ ქერქად.

სავარაუდო შემთხვევა

შესაძლო შემთხვევის განსაზღვრებასთან თავსებადი შემთხვევა, რომელიც არ არის ლაბორატორიულად დადასტურებული, მაგრამ გააჩნია ეპიდემიოლოგიური კავშირი დადასტურებულ ან სავარაუდო შემთხვევასთან.

დადასტურებული შემთხვევა

კლინიკურად თავსებადი შემთხვევა, რომელიც დადასტურებულია ლაბორატორიული კვლევის შედეგად.

NCDC აცხადებს, რომ ევროპის ქვეყნებში დაფიქსირებული შემთხვევების უმეტესობა ჰომო- ან ბისექსუალია, რის გამოც დიდი მნიშვნელობა ენიჭება შემთხვევის სექსუალური ორიენტაციის დადგენას. მათ ნაწილს აღენიშნება გამონაყარი გენიტალურ ან / და პერიანალურ არეებში. შესაძლო ან სავარაუდო შემთხვევების აღმოჩენის შემთხვევაში, კონტაქტებისა და დაავადების წყაროს დადგენის გარდა, აუცილებელია დიფერენციალური დიაგნოზის გატარება ჩუტყვავილასთან, წითელასთან, მარტივ ჰერპესვირუსულ ინფექციასთან, სიფილისთან და სამკურნალო პრეპარატების მოხმარებით გამოწვეულ ალერგიასთან.

ცნობისთვის: დაავადების პირველი შემთხვევა 1970 წელს კონგოს რესპუბლიკაში აღწერეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S