Accentnews.ge
ომის დაწყების შემდეგ პირველად, უკრაინას მაღალი სიშორის Harpoon–ის ტიპის იარაღი ეგზავნება

ომის დაწყების შემდეგ პირველად, უკრაინას მაღალი სიშორის Harpoon–ის ტიპის იარაღი ეგზავნება

24/05/2022 15:23:44 მსოფლიო

ომის დაწყების შემდეგ პირველად, უკრაინას მაღალი სიშორის ამერიკული წარმოების Harpoon–ის ტიპის იარაღი ეგზავნება, – იუწყება BBC.

დანიის განცხადებით, კიევს ხსენებულ იარაღს თავად მიაწვდის.

აშშ–ის ოფიციალური პირების თქმით, "რამდენიმე ქვეყანამ გამოთქვა სურვილი, მიეწოდებინა Harpoon–ის ტიპის იარაღი უკრაინისთვის, თუმცა რუსეთის მხრიდან ზეწოლის შიშის გამო არცერთ მათგანს სურდა, ყოფილიყო პირველი, ვინც ამას გააკეთებდა".

ამერიკული მედიის ცნობით, რაკეტების სამიზნე რუსეთის შავი ზღვის ფლოტილია იქნება, რომელიც ამჟამად უკრაინის პორტებს ბლოკავს.

ცოტა ხნის წინ გაერო–მ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მიმართა, მოეხსნა პორტებზე ბლოკადა. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, მილიონობით ადამიანი შიმშილით დაიღუპება მთელ მსოფლიოში, თუ რუსეთი ბლოკადას არ მოხსნის.

ამავე თემაზე: მსოფლიო სასურსათო კრიზისი: მოუწევს თუ არა აშშ-ს შავ ზღვაში რუსული ფლოტის განადგურება?

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S