პოლონეთის პრეზიდენტი ევროპას აფრთხილებს
24/05/2022 14:38:24 მსოფლიო
პოლონეთის პრეზიდენტი ანდჟეი დუდა ევროპას აფრთხილებს, რომ უკრაინის ომმა შესაძლოა, გამოიწვიოს საკვების დეფიციტი ჩრდილოეთ აფრიკაში, რაც თავის მხრივ, ევროპაში მასობრივ მიგრაციას გამოიწვევს.
”თუ აღმოჩნდება, რომ ჩრდილოეთ აფრიკაში შიმშილია, როგორც ესპანეთს, ასევე მთელ სამხრეთ ევროპას ექნებათ მიგრაციის დიდი პრობლემა”, - განაცხადა ანდჟეი დუდამ დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ ერთ–ერთ ღონისძიებაზე.
მისი თქმით, დასავლეთი უნდა დაეხმაროს უკრაინას რუსეთის მიერ დაბლოკილი უკრაინული პორტებიდან მარცვლეულის ექსპორტის განახლებაში.
„დღეს ჩვენ უნდა გავამახვილოთ ყურადღება იმაზე, რომ უკრაინამ შეძლოს თავისი მარცვლეულის ექსპორტი", – დასძინა პოლონეთის პრეზიდენტმა.
ამავე თემაზე: მსოფლიო სასურსათო კრიზისი: მოუწევს თუ არა აშშ-ს შავ ზღვაში რუსული ფლოტის განადგურება?


