
IDFI-მ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ყველაზე ღია საჯარო დაწესებულებას დაასახელა
24/05/2022 14:29:02 საზოგადოება, რეკლამა
"ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა" (IDFI) საზოგადოებას საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის 2021 წლის ანგარიში წარუდგინა და 2021 წლის ყველაზე ღია საჯარო დაწესებულებები დაასახელა.
IDFI-მ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ყველაზე ღია საჯარო დაწესებულებას დაასახელა.
"ტრადიცია გრძელდება და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ქვეყნის მასშტაბით ლიდერობს გამჭვირვალობის კუთხით. ორგანიზაციის 2021 წლის ანგარიშის მიხედვით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო 100% მაჩვენებლით გამჭვირვალე საჯარო დაწესებულებად დასახელდა. IDFI-ს ანგარიშის პრეზენტაციაზე სამინისტროს ჯილდო გადაეცა. ორგანიზაციის ანგარიშის თანახმად, აჭარიდან გამჭვირვალე საჯარო დაწესებულებად ასევე დასახელდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო და აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო", – აცხადებენ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში.