ბრიტანეთის მთავრობის პრეს–სპიკერი: "შავ ზღვაში ჩვენი საბრძოლო გემების გაგზავნა არ იგეგმება"
24/05/2022 14:24:49 მსოფლიო
დიდი ბრიტანეთის მთავრობის პრეს–სპიკერი აცხადებს, რომ ქვეყანა არ გეგმავს შავ ზღვაში საბრძოლო გემების გაგზავნას, რათა უკრაინას რუსეთის მიერ ბლოკირებული პორტებიდან მარცვლეულის ექსპორტში დახმარება გაუწიოს.
”პუტინის მიერ ოდესის ბლოკადა ხელს უშლის საკვების მიწოდებას იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ეს სჭირდებათ. ჩვენ გავაგრძელებთ ინტენსიურ მუშაობას საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა ვიპოვოთ უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის განახლების გზები. თუმცა ამ დროისთვის შავ ზღვაში ჩვენი ხომალდების გაგზავნა არ იგეგმება", – განუცხადა Reuters–ს ბრიტანეთის მთავრობის პრეს–სპიკერმა.
მანამდე, დიდი ბრიტანეთის ტრანსპორტის მინისტრმა გრანტ შეპსმა განაცხადა, რომ "უკრაინაში შეჭრის გამო მარცვლეულისა და სურსათის ნაკლებობამ შესაძლოა, მსოფლიოში იმაზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლოს, ვიდრე უშუალოდ ომმა".
ამავე თემაზე: მსოფლიო სასურსათო კრიზისი: მოუწევს თუ არა აშშ-ს შავ ზღვაში რუსული ფლოტის განადგურება?


