Accentnews.ge
რუსული კომპანიები უკრაინელ IT სპეციალისტებს "დივერსიის შიშით" სამსახურიდან ათავისუფლებენ ან აქვეითებენ

რუსული კომპანიები უკრაინელ IT სპეციალისტებს "დივერსიის შიშით" სამსახურიდან ათავისუფლებენ ან აქვეითებენ

24/05/2022 13:33:17 მსოფლიო

რუსულმა კომპანიებმა დაიწყეს "უკრაინელი" IT სპეციალისტების სამსახურიდან გათავისუფლება ან დაქვეითება "დივერსიის შიშით", – იუწყება РБК ორ წყაროზე და ANO "ინფორმაციული კულტურის" ხელმძღვანელ ივან ბეგტინზე დაყრდნობით.

როგორც გამოცემა წყაროებზე დაყრდნობით წერს, კომპანიების შიდა უსაფრთხოების სამსახურები "განსაკუთრებით ყურადღებით აკვირდებიან თანამშრომლებს, რომლებიც თავად არიან ან ნათესავები ჰყავთ უკრაინის მოქალაქეები“. ურჩევენ, არ იმუშაონ ასეთ სპეციალისტებთან ან მეთვალყურეობის ქვეშ ჰყავდეთ. ეს ეხება თანამშრომლებს, რომლებსაც აქვთ წვდომა ბიზნესისთვის კრიტიკულ მონაცემებზე.

ბეგტინი ამბობს, რომ რუსეთში ბევრი უკრაინელი IT სპეციალისტი არ იყო, რადგან ისინი უფრო მეტად მუშაობდნენ აუთსორსინგით ან ოფშორული პროგრამისტებისთვის მას შემდეგ.

გამოცემის თანამოსაუბრეები არ აკონკრეტებენ, კონკრეტულად რომელ კომპანიებზეა საუბარი. ბეგტინი კი ვარაუდობს, რომ მსგავსი ფარული მოთხოვნა მოდის სამთავრობო დამკვეთებისგან, რომლებთანაც კომპანიები მუშაობენ.

РБК–მ გამოკითხა ისეთი მსხვილი კომპანიები, როგორიცაა Yandex, MTS, Ozon, Sberbank და Russian Post. ისინი ირწმუნებიან, რომ საკადრო გადაწყვეტილებებს თანამშრომლების ეროვნების მიხედვით არ იღებენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S