ლარი გამყარებას განაგრძობს
24/05/2022 13:11:41 ეკონომიკა
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 25 მაისს ერთი ამერიკული დოლარი 3.8668 ლარი ეღირება, ევრო – 3.0706 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.5889 ლარი.
დღეს ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.8767 ლარი ღირდა, ევრო – 3.0677 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.6172 ლარი.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ ამოქმედდება.


