Accentnews.ge
RSF ნიკა გვარამიას პატიმრობის განაჩენის გადახედვას ითხოვს

RSF ნიკა გვარამიას პატიმრობის განაჩენის გადახედვას ითხოვს

24/05/2022 12:21:44 საზოგადოება

საერთაშორისო ორგანიზაცია "რეპორტიორების საზღვრებს გარეშე" (RSF) "მთავარი არხის" დირექტორის ნიკა გვარამიას დაპატიმრებას ეხმიანება და ითხოვს, გადაიხედოს "უპრეცედენტო და სავარაუდოდ, პოლიტიკურად მოტივირებული განაჩენი".

RSF–ს განცხადებით, "საქართველოში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ოპოზიციური მედიის ხელმძღვანელს პატიმრობა მიუსაჯეს".

"ასეთი საეჭვო საფუძვლების მქონე საქმეში განაჩენისა და სასჯელის სიმძიმე მიუთითებს იმაზე, რომ იგი პოლიტიკურად მოტივირებული იყო ოპოზიციური მედიის დასუსტების მიზნით. [...] ჩვენ მოვუწოდებთ სასამართლოებს, დაუყოვნებლივ გადახედონ ნიკა გვარამიას განაჩენს და მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეასრულონ თავიანთი საერთაშორისო ვალდებულებები, რათა უზრუნველყონ უსაფრთხო გარემო საქართველოში ყველა მედიისთვის", – აცხადებს ჟან კაველიერი.

ცნობისთვის: 16 მაისს ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესჯა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S