Accentnews.ge
სეული: "ჩრდილოეთ კორეის "დაშოშმინების პოლიტიკა" დავასრულეთ"

სეული: "ჩრდილოეთ კორეის "დაშოშმინების პოლიტიკა" დავასრულეთ"

24/05/2022 12:22:54 მსოფლიო

სამხრეთ კორეის ლიდერმა იუნ სოკ იოლმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ სეულმა ჩრდილოეთ კორეის "დაშოშმინების პოლიტიკა" დაასრულა.

მისი თქმით, ნებისმიერი სახის დიალოგი ფხენიანსა და სეულს შორის კიმ ჩენ ინის მიერ უნდა იქნას ინიციირებული.

საპრეზიდენტო სასახლიდან იუნ სოკ იოლმა, რომელიც პრეზიდენტი რამდენიმე კვირის წინ გახდა, CNN-ის ჟურნალისტს უთხრა, რომ სამხრეთ კორეა და მისი მოკავშირეები მზად არიან, რომ ჩრდილოეთ კორეის ნებისმიერ პროვოკაციას უპასუხონ.

"ჩრდილოეთ კორეის პროვოკაციებიდან ან კონფლიქტებიდან დროებით თავის დაღწევა არ არის ის, რაც ჩვენ უნდა გვსურდეს. ამ მიდგომას ვცდიდით 5 წელი, შედეგად ვნახეთ, რომ არ მუშაობს". - თქვა იუნ სოკ იოლმა.

სამხრეთ კორეის წინა ადმინისტრაციის მთავარი გზავნილი ჩრდილოეთ კორეასთან მოლაპარაკებები და მშვიდობიანი შერიგება იყო. მაშინ, როცა იუნ სოკ იოლს ჩრდილოეთ კორეის მიმართ უფრო მკაცრი პოლიტიკა აქვს და, ამასთანავე, სამხრეთ კორეის ჯარის გაძლიერება სურს.

"არ მჯერა, რომ [ჩრდილოეთ კორეის] ბირთვული შესაძლებლობების გაძლიერება საერთაშორისო მშვიდობის შენარჩუნებაში დაგვეხმარება". - თქვა სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა.

იუნ სუკ იოლი რამდენიმე დღის წინ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს ჯო ბაიდენს შეხვდა. მხარეები საერთო სამხედრო წვრთნების გაფართოებაზე შეთანხმდნენ. წვრთნების მთავარი მიზანი ჩრდილოეთ კორეის შეკავებაა, რომელიც ბირთვული არსენალის გაფართოებას ცდილობს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S