Accentnews.ge
შოიგუ: "რუსეთი უკრაინაში სპეცოპერაციის ტემპს ანელებს"

შოიგუ: "რუსეთი უკრაინაში სპეცოპერაციის ტემპს ანელებს"

24/05/2022 12:17:54 ევროპა, მსოფლიო

რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს მტკიცებით, რუსეთი უკრაინაში ომს იმიტომ „ანალებს“, რომ მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი აიცილოს და ევაკუაცია იყოს შესაძლებელი.

"მაცხოვრებლებმა დატოვონ გარშემორტყმული დასახლებები, გამოცხადებულია დუმილის რეჟიმები და იქმნება ჰუმანიტარული დერეფნები".- ირწმუნება შოიგუ.

მისივე თქმით, რუსული ჯარები „უკრაინის შეიარაღებული ძალებისგან განსხვავებით, არ ურტყამს სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, სადაც შეიძლება, მშვიდობიანი მოსახლეობა იმყოფებოდეს“.

"დასავლეთის ქვეყნებმა, უკრაინის ჯარების დამარცხების შიშით, სასწრაფოდ მოაწყვეს ქვეყნისთვის ლეტალური იარაღის მიწოდება. იქ იგზავნება სამხედრო მრჩევლები და კერძო სამხედრო კომპანიების თანამშრომლები, უცხოელი დაქირავებულთა რაოდენობამ უკვე ექვს ათას ადამიანს გადააჭარბა".- ამბობს შოიგუ.

მისივე თქმით, მიუხედავად ამისა, რუსეთი გააგრძელებს "სპეცოპერაციას" მანამ, სანამ ყველა დავალება არ შესრულდება.

შეგახსენებთ, რომ რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ომი 24 თებერვალს გააჩაღა და მას შემდეგ ბომბავს მათ შორის სამოქალაქო ინფრასტრუქტურას – სახლებს, სკოლებს, საბავშვო ბაღებს, საავადმყოფოებს, რასაც ასობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაზიანებული შენებბის მნიშვნელოვანი ნაწილი აღდგენას აღარ ექვემდებარება.

ამასთან, მას შემდეგ, რაც რუსულმა ძალებმა უკრაინის დასავლეთ ნაწილში წარმატებას ვერ მიაღწიეს, აღმოსავლეთზე კონცენტრირდნენ და როგორც უკრაინის პრეზიდენტმა შეაფასა დონბასში არსებული ვითარება, „იქ ჯოჯოხეთი ტრიალებს“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S