Accentnews.ge
"ბევრი ამბობს, რომ მე და პუტინი მკვლელები ვართ, მაგრამ მე ბავშვებს და მოხუცებს არ ვკლავ" – პუტინს დუტერტეც გაემიჯნა

"ბევრი ამბობს, რომ მე და პუტინი მკვლელები ვართ, მაგრამ მე ბავშვებს და მოხუცებს არ ვკლავ" – პუტინს დუტერტეც გაემიჯნა

24/05/2022 11:34:18 მსოფლიო

ფილიპინების პრეზიდენტმა როდრიგო დუტერტემ ყოველკვირეულ ტელეკონფერენციაზე საუბრისას გააკრიტიკა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი უკრაინის ომის დროს მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობის გამო, იუწყება The Independent.

დუტერტემ თქვა, რომ არ გმობს რუსეთის პრეზიდენტს, მაგრამ არ ეთანხმება, რომ პუტინი შეჭრას „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს.

მისი თქმით, ეს არის ფაქტობრივად სრულმასშტაბიანი ომი, რომელსაც რუსეთი აწარმოებს „სუვერენული სახელმწიფოს“ წინააღმდეგ.

"ბევრი ამბობს, რომ მე და პუტინი მკვლელები ვართ. დიდი ხნის წინ გითხარით, ფილიპინელებო, რომ მე ნამდვილად ვკლავ. მაგრამ მე ვკლავ დამნაშავეებს, არ ვკლავ ბავშვებს და მოხუცებს", - თქვა ფილიპინების პრეზიდენტმა.

მისი თქმით, ომმა ასევე გამოიწვია ნავთობის ფასის ზრდა, რამაც მრავალი ქვეყანა აზარალა, მათ შორის – ფილიპინები.

როდრიგო დუტერტეს, რომელიც ფილიპინების პრეზიდენტის პოსტს მიმდინარე წლის 30 ივნისს დატოვებს, არაერთხელ გამოუთქვამს მხარდაჭერა რუსეთის ხელისუფლებისა და პირადად პუტინის მიმართ. 2016 წლის ნოემბერში რუსეთის პრეზიდენტთან პირველი შეხვედრისას მან რუსეთს უწოდა "დიდი ქვეყანა" და გააკრიტიკა დასავლური, როგორც მან თქვა, "თავხედობა" და "თვალთმაქცობა".

თავის ქვეყანაში დუტერტე ცნობილია დანაშაულთან ბრძოლის რადიკალური მეთოდებით. არჩევიდან პირველ დღეს მან ფილიპინელებს მოუწოდა, პირადად მოეკლათ ნარკომომხმარებლები და ნარკობიზნესთან დაკავშირებული ადამიანები.

The Independent-ის ცნობით, ნარკოტიკებთან სასტიკ ბრძოლას 6000-ზე მეტი ადამიანი შეეწირა, ძირითადად წვრილმანი ეჭვმიტანილები. უფლებადამცველი ჯგუფები ასახელებენ მსხვერპლთა გაცილებით მეტ რაოდენობას და ამბობენ, რომ უდანაშაულო ადამიანები, მათ შორის ბავშვები, დაიღუპნენ კამპანიის დროს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S