Accentnews.ge
სანქციების გამო ზღვაში რუსული ნავთობის რეკორდული რაოდენობაა ჩარჩენილი - Reuters

სანქციების გამო ზღვაში რუსული ნავთობის რეკორდული რაოდენობაა ჩარჩენილი - Reuters

24/05/2022 09:20:31 მსოფლიო

ზღვაში დაახლოებით, 62 მილიონი ბარელი (რეკორდული რაოდენობა) რუსული ურალის ნავთობით დატვირთული გემებია ჩარჩენილი: მოვაჭრეები მყიდველის პოვნას უშედეგოდ ცდილობენ,– იუწყება Reuters ანალიტიკურ კომპანია Vortexa-ს მონაცემებზე დაყრდნობით.

"შეერთებულმა შტატებმა და სხვა ქვეყნებმა აკრძალეს რუსული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტი უკრაინაში შეჭრის გამო, სხვებმა კი თავი აარიდეს საქონლის ყიდვას მომავალი სანქციების შიშით. ევროკომისია განიხილავს ემბარგოს რუსულ ნავთობზე", - იხსენებს სააგენტო.

Vortexa–ში აღნიშნავენ, რომ ურალის ნედლი ნავთობის მოცულობა ზღვაში სამჯერ აღემატება ომამდელ საშუალო მაჩვენებელს.

„ციფრები, რომლებიც აჩვენებენ, რომ რუსეთის ექსპორტი ჯერ კიდევ შედარებით მაღალია, არ ასახავს სრულ სურათს: რუსული ნავთობის ზღვაში დაგროვება გრძელდება“, - თქვა ენერგეტიკის ექსპერტმა კლეი სეიგლმა და დასძინა, „ურალის ტვირთის რაოდენობა ზღვაზე კონკრეტული დანიშნულების ადგილის გარეშე შეადგენს მთლიანის 15%-ს. ეს ასევე ახალი მაქსიმუმია“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S