მოლდოვაში ყოფილი პრეზიდენტი დააკავეს
24/05/2022 08:47:39 მსოფლიო
მოლდოვაში ყოფილი პრეზიდენტი იგორ დოდონი დააკავეს.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ მოლდოვას ანტიკორუფციული პროკურატურა და უსაფრთხოების სამსახური დოდონის სახლში ჩხრეკას აწარმოებდნენ.
18 მაისს მოლდოვის გენერალურმა პროკურატურამ დოდონის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. მას მოლდოველი ოლიგარქისგან ვლადიმერ პლახატნიუკისგან ქრთამის აღებას ედავებიან.
2020 წელს ყოფილმა მდეპუტატმა იური რენიტამ გამოაქვეყნა ფარული კამერით გადაღებული ვიდეო, რომელზეც ჩანან იმჟამინდელი პრეზიდენტი, რომელიც ხვდება „დემოკრატიული პარტიის“ ლიდერს ვლადიმერ პლახატნიუკს და მის მოადგილეს. ვიდეოში ოლიგარქი შავი პაკეტის გადაცემას ცდილობდა. დოდონი პაკეტს არ შეხებია, მაგრამ თქვა "ისევ ჩანთით ხარ" და სთხოვა, გადაეცა ვინმე "კოსტიასთვის".
ვიდეოს მიხედვით, დოდონი და ოლიგარქი ასევე განიხილავენ პარლამენტში კოალიციის შექმნას, რომელსაც ექნება საკონსტიტუციო უმრავლესობა.
ტვ 8-ის ცნობით, დოდონმა განაცხადა, რომ ის „მუდმივად წერს შენიშვნებს პუტინს“.
ვიდეოს გამოჩენის შემდეგ დაიწყო გამოძიება, თუმცა ანტიკორუფციულმა პროკურატურამ დანაშაული თავდაპირველად არ გამოავლინა და სასამართლომ საქმის აღძვრაზე უარი განაცხადა. გასულ კვირას კიშინიოვის სააპელაციო სასამართლომ პირველი ისტანციის გადაწყვეტილება გააუქმა. დოდონი ყველა ბრალდებას უარყოფს.


