Accentnews.ge
ერდოღანმა სირიაში ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყება დააანონსა

ერდოღანმა სირიაში ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყება დააანონსა

24/05/2022 07:13:39 მსოფლიო

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სირიაში ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყება დააანონსა.

მან ოპერაციის მიზნად "თურქეთის სამხრეთ საზღვრის დაცვა" დაასახელა:

"ოპერაციის მიზანი იქნება სირიასთან 30–კილომეტრიანი (20 მილი) უსაფრთხო ზონის შექმნა. ჩვენ მალე გადავდგამთ შემდეგ ნაბიჯებს ამ პროექტის დასასრულებლად", – განაცხადა ერდოღანმა.

ერდოღანს სირიაში მორიგი შეჭრის სხვა დეტალებზე არ უსაუბრია, მხოლოდ ის თქვა, რომ ოპერაცია მას შემდეგ დაიწყება, რაც თურქეთის შეიარაღებული ძალები, დაზვერვა და უსაფრთხოების სამსახურები დაასრულებენ მზადებას.

მანამდე, თურქეთი სიარიის ჩრდილოეთ ნაწილში სამჯერ შეიჭრა. თურქეთის გაცხადებული მიზანია:

  • უკან დაახევინოს ქურთთა შეიარაღებულ დანაყოფებს („სირიის დემოკრატიული ძალები“), რომლებსაც ის ერთ-ერთ უმთავრეს მტრად გამოცხადებული ორგანიზაციის - „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ მოკავშირეებად თვლის;
  • შექმნას ე.წ. „უსაფრთხოების სარტყელი“ 480 კილომეტრზე სირიის საზღვრის გასწვრივ და 30 კილომეტრზე სირიის ტერიტორიის სიღრმეში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S