![9 წლის უკრაინელმა გოგონამ თმა შეიჭრა, რათა შეიარაღებულ ძალებს დახმარებოდა [ფოტო]](https://www.accentnews.ge/storage/files/83b9978------755.jpg)
9 წლის უკრაინელმა გოგონამ თმა შეიჭრა, რათა შეიარაღებულ ძალებს დახმარებოდა [ფოტო]
24/05/2022 07:20:41 საზოგადოება
9 წლის კირამ გუბინამ ჩერნიგოვიდან გრძელი თმა შეიჭრა, რათა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს დახმარებოდა.
ეს იდეა ბავშვს თავშესაფარში გაუჩნდა, რომელსაც დაბომბვისას მშობლებთან და და–ძმასთან ერთად აფარებდა თავს.
„გადავწყვიტე, თმა შემეჭრა, შემდეგ გამეყიდა და ფული შეიარაღებული ძალებისთვის მიმეცა “, - განმარტავს საკუთარ მოტივაციას კირა.
თავად შესაძლებლობის შესახებ კი ინფორმაცია ინტერნეტიდან მიიღო: ბავშვმა ინტერნეტში აღმოაჩინა განცხადება, რომ გოგონები თმას იჭრიან და ამაში თანხას იღებენ.
"ცხოვრებაში პირველად შევიჭერი თმა“.
გუბინის ოჯახს ოთხი შვილი ჰყავს. ისინი ჩერნიგოვში საცხოვრებლად ორი წლის წინ გადავიდნენ. მათი სახლი ქალაქის გარეუბანში მდებარეობს, რომელიც ომის პირველივე დღეებშივე დაიბომბა რუსული ჯარების მიერ. სახლი გადარჩა, მაგრამ საჭიროებს შეკეთებას. კითხვაზე, თუ რატომ არ დახარჯა ფული მაგალითად, საკუთარი ოთახის განახლებაზე, კირამ თქვა:
"მათ სჭირდებათ მაგალითად, საჭმელი, წყალი. უბრალოდ მინდა, რაღაც გავაკეთო შეიარაღებული ძალებისთვის“.
გოგონამ 3,5 ათასი გრივნა მიიღო, კირინას მშობლები კი თანხას სამხედრო მეგობრებს გადასცემენ ფრონტის ხაზზე:
"ჩვენ გვყავს მეგობრები, რომლებიც შეიარაღებულ ძალებში მსახურობენ. ახლა ისინი ლუგანსკთან ახლოს არიან, დაახლოებით, 20–ნი“.