Accentnews.ge
ბრიტანული დაზვერვა: "თუ რუსეთმა სევეროდონეცკი აიღო, მთელი ლუგანსკის ოლქი ოკუპაციის ქვეშ მოექცევა"

ბრიტანული დაზვერვა: "თუ რუსეთმა სევეროდონეცკი აიღო, მთელი ლუგანსკის ოლქი ოკუპაციის ქვეშ მოექცევა"

24/05/2022 06:47:41 მსოფლიო

ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურის განცხადებით, რუსეთი აძლიერებს იერიშებს უკრაინის აღმოსავლეთში მდებარე დონბასის რეგიონში.

"რუსეთი ცდილობს, ალყა შემოარტყას სევეროდონეცკს, ლისიჩანსკსა და რუბეჟნოეს, რათა მთელი ლუგანსკის ოლქი ოკუპაციის ქვეშ მოაქციოს. უკრაინის ძალების ძლიერი წინააღმდეგობის მიუხედავად, რუსეთმა მიაღწია გარკვეულ წარმატებებს ნაწილობრივ საარტილერიო დანაყოფების კონცენტრაციის გამო. რუსეთის მიერ სევეროდონეცკის ხელში ჩაგდების შემთხვევაში მთელი ლუგანსკის ოლქი რუსეთის ოკუპაციის ქვეშ მოექცევა", – აცხადებენ ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურში.

ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 6 მილიონს გადააჭარბა.

დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S