
ომის 90–ე დღე: უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს
24/05/2022 06:52:43 ევროპა
უკრაინაში გაჩაღებულ ომში რუსეთმა უკვე დაკარგა 29350 სამხედრო მოსამსახურე, 205 თვითმფრინავი, 1302 ტანკი და 3194 ჯავშანტექნიკა,– იუწყება უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი.
კერძოდ, უკრაინის მონაცემებით, ვლადიმირ პუტინის მიერ გაჩაღებულ ომში რუსეთის დანაკარგები 24 მაისის მდგომარეობით ასე გამოიყურება:
- პერსონალი - 29 350 (+150 გასულ დღე–ღამეში) ადამიანი,
- ტანკები 1 302 (+9),
- დაჯავშნული საბრძოლო მანქანები - 3 194 (+28),
- საარტილერიო სისტემები - 606 (+2),
- ზალპური ცეცხლის სისტემა [MLRS] – 201,
- საჰაერო თავდაცვის სისტემები - 93,
- თვითმფრინავი - 205 (+1),
- ვერტმფრენები - 170,
- გემები / ნავები - 13,
- საავტომობილო ტექნიკა და ავტოციცტერნები– 2 213 (+7),
- ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატი - 480 (+4),
- სპეციალური აღჭურვილობა - 43,
- საკრუიზო რაკეტა – 112 (+2).
გენშტაბის ცნობით, ოკუპანტებმა გასული დღე–ღამის განმავლობაში ყველაზე დიდი დანაკარგი სევეროდონეცკის მიმართულებით განიცადეს.
ამასთან, ბრიტანეთის დაზვერვის 24 მაისის ანგარიშის მიხედვით, რუსეთი აძლიერებს იერიშებს უკრაინის აღმოსავლეთში მდებარე დონბასის რეგიონში.
"რუსეთი ცდილობს, ალყა შემოარტყას სევეროდონეცკს, ლისიჩანსკსა და რუბეჟნოეს, რათა მთელი ლუგანსკის ოლქი ოკუპაციის ქვეშ მოაქციოს. უკრაინის ძალების ძლიერი წინააღმდეგობის მიუხედავად, რუსეთმა მიაღწია გარკვეულ წარმატებებს ნაწილობრივ საარტილერიო დანაყოფების კონცენტრაციის გამო. რუსეთის მიერ სევეროდონეცკის ხელში ჩაგდების შემთხვევაში მთელი ლუგანსკის ოლქი რუსეთის ოკუპაციის ქვეშ მოექცევა", – აცხადებენ ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურში.