Accentnews.ge
უკრაინის გენშტაბი: "რუსები ზაპოროჟიეზე შეტევის განახლებისთვის ემზადებიან"

უკრაინის გენშტაბი: "რუსები ზაპოროჟიეზე შეტევის განახლებისთვის ემზადებიან"

24/05/2022 06:09:56 მსოფლიო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ზაპორიჟიეს მიმართულებით რუსი ოკუპანტები აძლიერებენ ჯარების ჯგუფებს, რათა განაახლონ შეტევითი ოპერაციები ვასილივკა-კამიანსკის მიმართულებით, ამ მიზნით ისინი გადაჯგუფებას ახორციელებენ.

მისი ცნობით, მტერი არ წყვეტს შეტევით ოპერაციებს აღმოსავლეთით:

"რუსული ძალები ინტენსიურ ცეცხლს ხსნიან მთელი საკონტაქტო ხაზის გასწვრივ და ჩვენი ჯარების თავდაცვის სიღრმეში დონეცკის, სლობოჟანსკის და პივდენობუჟსკის რაიონებში. საომარი მოქმედებების უდიდესი აქტივობა შეიმჩნევა დონეცკის ოლქში, კერძოდ ლისიჩანსკისა და სევეროდონეცკის მახლობლად".

გენშტაბის ცნობით, სივერსკის მიმართულებით, რუსული ძალები აგრძელებენ ზომების მიღებას უკრაინა-რუსეთის საზღვრის გასაძლიერებლად ბრიანსკის და კურსკის რაიონებში.

„მტერმა საჰაერო დარტყმა განახორციელა ჩვენი ჯარების პოზიციებზე სუმის ოლქის ბილოპილიას დასახლების ტერიტორიაზე.

ხარკოვის მიმართულებით მტრის ძალისხმევა მიმართულია პოზიციების შენარჩუნებასა და ტაქტიკური პოზიციის გაუმჯობესებაზე.

სლოვიანსკის მიმართულებით მტრის ქვედანაყოფები შეტევის განახლებისთვის ემზადებიან. აგრესორმა, შეტევის მხარდასაჭერად, განათავსა არტილერიის დამატებითი ნაწილები ქალაქ იზიუმის სამხრეთ ნაწილში.

დონეცკის მიმართულებით მტერი ორიენტირებულია შეტევითი ოპერაციის ჩატარებაზე ქალაქების, ლისიჩანსკისა და სევეროდენცკის ალყაში მოქცევის მიზნით.

სევეროდონეცკის მიმართულებით მტერი არტილერიის მხარდაჭერით ახორციელებს თავდასხმის ოპერაციებს ტოშკოვკასა და უსტინოვკას მიმართულებით.

ავდიივკას, კურახივისა და ნოვოპავლივკას მიმართულებებით რუსულმა ძალებმა უკრაინის ქვედანაყოფებს ცეცხლი არტილერიისა და ავიაციის გამოყენებით გაუხსნეს.

კრივი რიჰისა და მიკოლაივის მიმართულებით მტერი არ წყვეტს ჩვენი ჯარების პოზიციების საარტილერიო დაბომბვას",– აცხადებენ გენშტაბში.

მისი ცნობით, უკრაინულმა ძალებმა, გასული დღე-ღამის განმავლობაში, დონეცკსა და ლუგანსკში მტრის 16 შეტევა მოიგერიეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S