
მცხეთის კულტურის ცენტრის ქორეოგრაფიულ ანსამბლ ''როკვას'' დაარსებიდან 20 წელი შეუსრულდა
24/05/2022 06:08:11 საზოგადოება, რეკლამა
19 მაისს, მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და განათლების მულტიფუნქციური ცენტრის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის მცხეთის კულტურის ცენტრის ქორეოგრაფიულ ანსამბლ ''როკვას'' (ხელმძღვანელი ნინო იმერლიშვილი,ქორეოგრაფი გიორგი პატაშური) დაარსებიდან 20 წელი შეუსრულდა.
ანსამბლს 20 წლის მანძილზე 150-ზე მეტ კონცერტსა და ფესტივალში აქვს მონაწილეობა მიღებული. არის მრავალი ჯილდოსა და წოდებების მფლობელი. საიუბილეო სოლო-კონცერტი ზეიმით აღინიშნა და საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა.
დასასრულს, მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და განათლების მულტიფუნქციური ცენტრის დირექტორმა შორენა არჯევანიძემ ანსამბლ ''როკვას'' ხელმძღვანელ ნინო იმერლიშვილს და ქორეოგრაფ გიორგი პატაშურს მცხეთის მუნიციპალიტეტის ქორეოგრაფიული სფეროს განვითარებაში შეტანილი 20 წლიანი ღვაწლისა და მაღალი პროფესიონალიზმისათვის მადლობის სიგელები გადასცა.
ასევე, წარმატებული შემოქმედებითი მოღვაწეობის, ქორეოგრაფიული ხელოვნების განვითარებაში შეტანილი წვლილისა და კავშირის საქმიანობაში აქტიური მონაწილეობისათვის „საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირმა’’ ანსამბლი ,,როკვა’’ წარადგინა სახალხო ანსამბლის, ხოლო ხემძღვანელი ნინო იმერლიშვილი ,,ხელოვნების ამაგდარის’’ ორდერის წოდებებზე.
ღონისძიებას ესწრებოდნენ - საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე, მცხეთა- მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე, მოადგილე გოჩა ქავთარაძე, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები გივი გიუტაშვილი და გიორგი ბაჯაძე, ცენტრის თანამშრომლები და ადგილობრივი მოსახლეობა.