
ზელენსკიმ მისი მკვლელობის შემთხვევაში გეგმა B-ზე ისაუბრა
23/05/2022 19:35:36 ევროპა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა არის საპარლამენტო-საპრეზიდენტო რესპუბლიკა და უკრაინის ხელისუფლებამ გადახედა სხვადასხვა ვარიანტებს, ქვეყნის ხელმძღვანელობიდან ვინმეს შესაძლო მკვლელობის შემთხვევისთვის.
„ჩვენი კანონმდებლობით, არსებობს ის, ვინც მართავს სახელმწიფოს. ჩვენ – მე, პრემიერი და პარლამენტის თავმჯდომარე მომზადებულები და გაყოფილები ვიყავით. ჩვენ გვაქვს საპარლამენტო-საპრეზიდენტო რესპუბლიკა. ჩვენ გვესმოდა, რომ თუ რაიმე დანაკარგი იქნებოდა, ამ პროცესისთვის მზად ვიქნებოდით. მინისტრთა კაბინეტიც ორ ნაწილად გავყავით – ეს იყო ორი ორეული, რომ ასეთი შედეგებისგანაც კი ყოფილიყო ქვეყანა დაცული“,– განაცხადა ზელენსკიმ დავოსში.
ზელენსკის ორჯერ ჰკითხეს, იგეგმებოდა თუ არა რაიმე იმ შემთხვევისთვის, თუ პრეზიდენტის მკვლელობის რომელიმე მცდელობა წარმატებული აღმოჩნდებოდა. თუმცა ზელენსკიმ უმეტესაც კითხვას იუმორით უპასუხა:
"იმდენი ძალისხმევა დახარჯა ხალხმა, ენერგია და ფული... უკვე მზად ვარ, მათ დავეხმარო... მაგრამ დილით კლავ ვიღვიძებ და ვიღვიძებ. ამიტომ ამ საკითხს ფილოსოფიურად ვუდგები".
მან დასძინა, რომ მსგავსი საფრთხე ყოველდღიურად არსებობს. "მაგრამ ჯერ ცოცხალი ვარ და ეს არ არის ჰოლოგრამა, მე თქვენ რეალურად გესაუბრებით".