Accentnews.ge
ზელენსკიმ პუტინთან შეხვედრის პირობა დაასახელა

ზელენსკიმ პუტინთან შეხვედრის პირობა დაასახელა

23/05/2022 19:16:57 ევროპა, მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მზად არის კრემლის ლიდერ ვლადიმირ პუტინთან მოლაპარაკებებისთვის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი განიხილავენ ომის დასრულებას, რომელიც რუსეთმა დაიწყო უკრაინის წინააღმდეგ.

„მათ სახელმწიფოში ისეთი სტრუქტურა აქვთ, რომ მის გარეშე [პუტინის - რედ.] გადაწყვეტილებები არ მიიღება, მათი ყველა ინსტიტუტი გაერთიანებულია ერთი - რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით. და თუ ჩვენ ვსაუბრობთ ომის დასრულების კონკრეტულ გადაწყვეტილებაზე, მაშინ ამის გარეშე ეს გადაწყვეტილება არ მიიღება, ეს არ იქნება რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან შეხვედრის გარეშე.მას შემდეგ, რაც ჩაიდინეს, ამ შეხვედრების დიდი სურვილები ნამდვილად არ არის. და არც შუამავლებთან შეხვედრის დიდი სურვილი არსებობს და არც იქნება.

ამიტომ, მე არ ვიღებ არავისთან შეხვედრას რუსეთიდან, გარდა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტისა. და ისიც მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მაგიდაზე ერთი საკითხი იქნება - ომის დასრულება. მორჩა. მეტი სალაპარაკო არაფერზეა“,– განაცხადა ზელენსკიმ დავოსში.

21 მაისს ზელენსკიმ თქვა, რომ პუტინთან ორმხრივი მოლაპარაკებების დღის წესრიგი და თვით ეს მოლაპარაკებებიც დამოკიდებული იქნება მოლაპარაკებების დროზე და რუსეთის ქცევაზე.ა

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S