
რუსულ გემზე ცნობილი ფრაზის ავტორი ტყვეობიდან გაათავისუფლეს
23/05/2022 18:09:11 ევროპა
ცნობილი ფრაზის ავტორი "Русский военный корабель, иди на х...й", მესაზღვრე რუსების ტყვეობიდან გაათავისუფლეს, თუმცა მის ვინაობას არ ასაჯაროებენ.
როგორც კუნძულ ზმეინის სასაზღვროს უფროსმა ბოგდან გოცკიმ აღნიშნა, რადიოსადგურზე წვდომა მხოლოდ მესაზღვრეებს ჰქონდათ.
მისივე თქმით, რუსები მესაზღვრეებს სთავაზობდნენ სამსახურს, მაღალ ხელფასს და სტაბილურობას, თუმცა მათ ყველაფერზე უარი თქვეს და ტერიტორიას იცავდნენ:
"ის ჩემი ხელქვეითია. თვენახევარი იყო ტყვეობაში, ახლა თავისუფალია. მესაზღვრის ვინაობა, რომელიც ცნობილი ფრაზის ავტორია, განგებ არ სახელდებოდა, რადგან ის ტყვეობაში იმყოფებოდა და მისთვის დამატებითი საფრთხის შექმნა არ გვინდოდა. ახლა, მადლობა ღმერთს, ის თავისუფალია. გარკვეული მიზეზების გამო, მის ვინაობას კიდევ ცოტა ხანს არ გავასაჯაროებთ“.