Accentnews.ge
Starbucks რუსეთის ბაზარს ტოვებს

Starbucks რუსეთის ბაზარს ტოვებს

23/05/2022 17:55:18 მსოფლიო

ყავახანების ამერიკულმა ქსელმა Starbucks-მა გადაწყვეტილება მიიღო, დატოვოს რუსეთი. ბრენდი აღარ იქნება წარმოდგენილი რუსეთის ბაზარზე. ამის შესახებ ინფორმაცია კომპანიის ვებსაიტზეა გამოქვეყნებული.

Starbucks განაგრძობს რუსეთში მომუშავე 2000-მდე თანამშრომლის ფინანსურ მხარდაჭერას. კომპანია მათ ჰპირდება ექვსი თვის ხელფასების გადახდას და სამსახურების პოვნაში დახმარებას.

რუსეთში საქმიანობის შეწყვეტის შესახებ Starbucks-მა პირველად მარტში გამოაცხადა. მაშინ კომპანიის ხელმძღვანელმა კევინ ჯონსონმა დაგმო „უკრაინაზე რუსეთის საშინელი თავდასხმა“ და თანაგრძნობა გამოუხატა ყველა დაზარალებულს. რუსეთში Starbucks-ის პირველი ყავახანა 2007 წელს გაიხსნა. მთლიანობაში რუსეთში კომპანიის ქსელში 130 ყავახანა შედიოდა.

ომის გამო აშშ-მა და დასავლეთის ქვეყნებმა მოსკოვის წინააღმდეგ მკაცრი სანქციები დააწესეს.ასობით კორპორაციამ და ბრენდმა გამოაცხადა რუსეთში ბიზნესის შეწყვეტის შესახებ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S