Accentnews.ge
ჟირინოვსკის შვილმა გვარი გამოიცვალა

ჟირინოვსკის შვილმა გვარი გამოიცვალა

23/05/2022 17:00:28 მსოფლიო

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარის ყოფილმა მოადგილემ, რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის დამფუძნებლის ვლადიმირ ჟირინოვსკის ვაჟმა იგორ ლებედევმა სახელი შეიცვალა. ამიერიდან ის დავიდ ალექსანდროვიჩ გარსიად იწოდება.

სახელის შეცვლის შემდეგ ის პარლამენტში ძველი სახელით სამი თვის განმავლობაში ასრულებდა თავის მოვალეობას,– იუწყება "ბაზა".

გამოცემის ინფორმაციით, სახელის ცვლილება 2021 წლის ივლისის დასაწყისში მოხდა. მანამდე ორი კვირით ადრე ლებედევმა განაცხადა, რომ პოლიტიკიდან მიდის. მაგრამ სახელმწიფო სათათბიროს ვებსაიტის თანახმად, მას არ მოუხსნია უფლებამოსილება და 2021 წლის 11 ნოემბრამდე იკავებდა ქვედა პალატის თავმჯდომარის მოადგილის პოსტს. ახალი მოწვევის სათათბიროს არჩევნებში მას მონაწილეობა არ მიუღია.

გამოცემამ ვერ შეძლო ყოფილ პოლიტიკოსთან დაკავშირება და მისგან სახელის შეცვლის მიზეზების გარკვევა. მანამდე, "ბაზამ "და გამოცემა" პროექტმა" განაცხადეს, რომ ჟირინოვსკის შვილს შეიძლება, ჰქონდეს უძრავი ქონება ესპანეთში, რაც თავად არ დაადასტურა. უნდა აღინიშნოს, რომ ის 2014 წლიდან ევროკავშირის სანქციების ქვეშ იმყოფება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S