Accentnews.ge
პესკოვმა განაცხადა, რომ პოლონეთის პოზიცია რუსეთთან მიმართებაში „სიგიჟის ზღვარზეა“

პესკოვმა განაცხადა, რომ პოლონეთის პოზიცია რუსეთთან მიმართებაში „სიგიჟის ზღვარზეა“

23/05/2022 16:42:08 ევროპა, მსოფლიო

რუსეთის პრეზიდენტის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ პოლონეთის პოზიცია რუსეთთან მიმართებაში „სიგიჟის ზღვარზეა“.

„ჩვენ ვხედავთ, სიგიჟის ზღვარზე მყოფ პოზიციას იკავებს პოლონეთის ხელისუფლება. ამიტომ, აქ რთულია რამის პროგნოზირება“, - ციტირებს რუსული მედია პესკოვს, რომელმაც კომენტარი იამალ-ევროპის მილსადენით რუსული გაზის ტრანზიტთან დაკავშირებით შექმნილი ვითარების შესახებ გააკეთა.

როგორც ცნობილია, პოლონეთმა რუსეთის ფედერაციასთან გაზის მიწოდებაზე ხელშეკრულება შეწყვიტა.

მანამდე, 27 აპრილს რუსულმა „გაზპრომმა“ შეწყვიტა გაზის მიწოდება პოლონეთისა და ბულგარეთისთვის საფასურის რუბლში გადახდაზე უარის თქმის გამო.

21 მაისს „გაზპრომმა“ ამავე მიზეზით შეწყვიტა გაზის მიწოდება ფინეთისთვის.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S