
უნგრეთი აცხადებს, რომ უკრაინას მარცვლეულის ექსპორტში დაეხმარება
23/05/2022 16:26:57 ევროპა
უნგრეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა იშტვან ნაგიმ განაცხადა ბუდაპეშტის მზადყოფნის შესახებ, დაეხმაროს უკრაინას ბლოკირებული მარცვლეულის ექსპორტთან დაკავშირებული სიტუაციის მოგვარებაში.
„გვაქვს გადაუდებელი შემთხვევა. შემიძლია ვთქვა, რომ უკრაინაში კულტივირებული ფართობი შემცირდა, ნათესების რაოდენობა შემცირდა და მოსავალს ვერ ვიღებთ. ძალიან ბევრს ვმუშაობთ, რომ უკრაინულ მარცვლეულს გზა გავუხსნათ დანარჩენ ნაწილზე – მსოფლიო ხმელეთზე,”- თქვა ნაგიმ.
მინისტრმა აღნიშნა, რომ უნგრეთში რუსეთ-უკრაინის ომის გავლენა იგრძნობა არა საკვების დეფიციტში, არამედ ფასების ზრდაში:
„ამიტომ, უნგრეთის მთავრობა მუშაობს უკრაინული პროდუქციის მთელ მსოფლიოში ექსპორტის შესაძლებლობების შესაქმნელად“.
G7-ის ქვეყნები განიხილავენ, თუ როგორ უნდა განხორციელდეს მარცვლეულის ექსპორტი უკრაინიდან, ბლოკირებული აქვს რა პორტები რუსეთს. ევროკავშირმა უკვე შესთავაზა უკრაინის სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტის მხარდაჭერის გეგმა.
გერმანიის მთავრობამ განაცხადა, რომ ისინი უკრაინიდან "მარცვლოვანი სარკინიგზო ხიდის" შექმნაზე მუშაობენ.