
„ხარკოვის ოლქში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა უკვე 24 დასახლება გაათავისუფლეს“- ზალუჟნი.
23/05/2022 16:01:04 ევროპა
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხარკოვის რეგიონში უკვე 24 დასახლება გაათავისუფლეს,– იუწყება უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი.
მისი თქმით, სოფელ კუტუზოვკაში, რომლის დეოკუპაციაც მაისის დასაწყისში გახდა შესაძლებელი, დაახლოებით 170 ადგილობრივი მცხოვრები საბავშვო ბაღის სარდაფში ორ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში ცხოვრობდა. მათ შორის - 40 ბავშვი 3 თვიდან 12 წლამდე.
მანამდე, 19 მაისს იტყობინებოდნენ, რომ 5 მაისიდან უკრაინის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა რუსეთის ოკუპაციისგან გაათავისუფლეს ხარკოვის ოლქის 23 დასახლება.